მეგრული

მეგრულის დოკუმენტაცია, კორპუსი
და ციფრული რესურსი

ლაზური

ლაზურის დოკუმენტაცია, კორპუსი და ციფრული რესურსი

სვანური

სვანურის დოკუმენტაცია, კორპუსი
და ციფრული რესურსი

პროექტის შესახებ

KartvelianAI წარმოადგენს ინოვაციურ სამეცნიერო-ციფრულ პლატფორმას, რომელიც ემსახურება ქართველური ენების — მეგრულის, ლაზურისა და სვანურის — დოკუმენტირებას, კვლევას, ციფრულ არქივირებასა და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ენობრივი რესურსების განვითარებას.

პლატფორმა აერთიანებს კორპუსულ ლინგვისტიკას, ლექსიკოგრაფიას, ციფრულ ჰუმანიტარიას და AI ტექნოლოგიებს, რათა შეიქმნას თანამედროვე, ღია და მდგრადი ეკოსისტემა ქართველური ენების შესწავლის, დაცვისა და საერთაშორისო პოპულარიზაციისათვის.

.KartvelianAI ხელს უწყობს ქართველოლოგიის ინტეგრირებას თანამედროვე ციფრულ მეცნიერებასთან და ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის, ინოვაციური კვლევებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალ შესაძლებლობებს.

პარტნიორები